თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს თსუ-ს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე „ჩემი უნივერსიტეტი“ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის – სტუდენტებისათვის.
კონკურსის პირობები:
• ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
თსუ-ს დაარსება;
უნივერსიტეტის დამფუძნებლები;
თსუ დღეს.
ნაშრომს შეაფასებს ჟიური და 2023 წლის 11 თებერვალს გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.
კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის ფორმა:
• მომხსენებლის სახელი, გვარი;
• სწავლების საფეხური:
• მისამართი;
• ტელეფონი (მობილური);
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ნაშრომი.
ესეს გაფორმების წესი:
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ;
• შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა – 12;
• სტრიქონებს შორის მანძილი – 1;
• გვერდების რაოდენობა – 3-5.
კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ 2023 წლის 20 იანვრამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hs@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი